წელს ივლისში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ავიაბილეთების ფასი 34.4%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებლით თვითმფრინავის ბილეთები ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებში მეორე ადგილზეა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელ სეზონზე თვითმფრინავის ბილეთების მაღალ ფასზე საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანიებიც მიუთითებენ.
ზოგიერთი კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, წელს ტურისტული პაკეტების გაძვირება, სწორედ ფრენის მაღალმა ფასმა განაპირობა.
შეგახსენებთ, რომ „საქსტატის" მონაცემებით, 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მონაცემების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 %-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 1.1%-ით განისაზღვრა.