რეზონანსი
02.08.2024

ილია სულამანიძეს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ თავისი კარიერა მომავალში წარმატებით წარმართოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან პარიზის ოლიმპიადაზე ილია სულამანიძის ასპარეზობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„დარბაზში უკიდურესად მაღალი ხარისხის დაძაბულობა იყო. ერთი ხელის გაწვდენაზე იყო ოქროს მედალი, მაგრამ ჩვენ ვერცხლის ოლიმპიური მედალი მივიღეთ და ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამარჯვებაა და გაკვეთილიც", - აღნიშნა წულუკიანმა.

ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×