რეზონანსი
02.08.2024

მარნეულში, ოთხი წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

„ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში მცირეწლოვანი პირველ აგვისტოს შეიყვანეს, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის" პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმმა ელმან სადიკოვმა განაცხადა, ბავშვის მშობლები და ნათესავები აცხადებდნენ, რომ არასრულწლოვანი ბიჭი თამაშისას დაეცა და თავის დაზიანება მიიღო, კვლევების შემდეგ კი დადასტურდა, რომ არასრულწლოვანს თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

„პირველის ნახევარზე შემოიყვანეს ბავშვი ჩვენთან, მშობლებმა და ნათესავებმა თავად მოიყვანეს. იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. ჰქონდა სისხდლენა კეფის არეში იარა ამავე არეში. მშობლებმა თქვეს, რომ ბავშვი ძმასთან თამაშობდა, ძმამ ხელი კრა და დაეცა. ამბობდნენ, რომ დაეცა ხრეშზე კეფის არეთი. ხრეში პატარა ქვებია და თქვეს რომ ერთ-ერთი ქვა, დაცემის დროს, კეფაში გაეჭედა.

საჭირო რეანიმაციული ჩარევის შემდეგ ბავშვი გადაყვენილი იყო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, რის შემდეგაც სიცოცხლისათვის საჭირო მაჩვნებლები დასტაბილურდა, იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ. პოლიციაშიც განვაცხადეთ, რომ შემოყვანილი იყო ბავშვი ტრავმიღთ. ვერავინ ვიფიქრებდით ამას, რადგან მშობლებისა და ნათესავების მრავალგზის გამოკითხვის შემდეგაც ერთ პასუხს ვიღებდით, რომ ბავშვი დაეცა და ასე მიიღო ტრავმა. 2 საათში ჩვენი საავადმყოფოდან პაციენტი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს და სწორედ იქ გაირკვა, რომ ბავშვს ტვინში აქვს არა ქვა, არამედ ტყვია", - თქვა ელმან სადიკოვმა

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა გია ბიბილეიშვილმა კი განაცხადა, რომ ტყვია ისეთ ადგილასაა გაჩერებული, საიდანაც მისი ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ძალიან სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული. რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საიდანაც მისი ამოღება პრექტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც". - განაცხადა გია ბიბილეიშვილმა

წყარო: რადიო მარნეული

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×