რეზონანსი
23.07.2024

ნიუსვიქის თანახმად, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიას გამოეთიშა, ორი გამოკითხვა ჩატარდა, რომელთა თანახმადაც „დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნებს „რესპუბლიკური" პარტიის კანდიდატთან დონალდ ტრამპთან აგებს.

გამოცემის ცნობით, გამოკითხულთა 51% მზადაა ტრამპს მისცეს ხმა, თუ საპრეზიდენტო არჩევნები დღესვე ჩატარდება. ჰარისს 43% მისცემს ხმას, ხოლო 6% ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის დაუჭერს მხარს. სულ გამოიკითხა 801 ადამიანი.

ანალოგიური გამოკითხვა ჩატარდა, როცა ბაიდენი ჯერ კიდევ მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში. მაშინაც გამოკითხულთა 51% აცხადებდა, რომ ტრამპს უჭერს მხარს, ხოლო 45% - აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ემხრობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×