რეზონანსი
22.07.2024

ძალიან მინდა, რომ უკრაინა ნატოს წევრი იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ სურთ ნატოს წევრ სახელმწიფოებს, - განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტმა, დიმიტრი გორდონმა.

დიმიტრი გორდონის თქმით, ნატო უკრაინის ალიანსში მიღებას არ აპირებს.

„ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინა საერთოდ არ არის მზად გახდეს ნატოს წევრი", - აღნიშნა უკრაინელმა ჟურნალისტმა.

გორდონმა მიზეზებს შორის დაასახელა უკრაინის კანონმდებლობა და საჭირო რეფორმების არარსებობა.

„ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც მთელ თავის ტერიტორიას ვერ აკონტროლებს. ისინი არ აპირებენ ნატოში ისეთი ქვეყნის მიღებას, რომელიც იბრძვის თავისი ტერიტორიისთვის. მათთვის ეს ომში ჩაბმის რისკია. მათ ეს საერთოდ არ სურთ. მათ არ სურთ უკრაინისთვის ბრძოლა. ლატვიისა და პოლონეთისთვისაც არ სურთ ომში ჩაბმა. შეიძლება პოლონეთისთვის ცოტა კი, მაგრამ ზოგადად არ არიან ომისთვის განწყობილნი. უკრაინისთვის ომისთვის მით უმეტეს. ვიდრე უკრაინა რუსეთთან ომშია, არანაირ ნატოზე საუბარი არ შეიძლება იყო", - განაცხადა დიმიტრი გორდონმა.

გორდონის მტკიცებით, აშშ-ს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის მომავალ მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ კოზირად იქნება გამოყენებული ის, რომ რუსეთს მიეცემა გარანტია, რომ უკრაინა ასლიანსის წევრი არ გახდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×