რეზონანსი
22.07.2024

თხვადი გაზის (LPG) გაყიდვები ბოლო 3 წლის განმავლობაში 4-5 ჯერ არის გაზრდილი, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ნიკა შენგელია თხევადი გაზის გაძვირების ბოლოდროინდელ ტენდენციას და აცხადებს, რომ ფასების ზრდის მიზეზია თხევადი გაზის დეფიციტის ხელოვნური შექმნა. ამის შესახებ შენგელია Fაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„თხვადი გაზის (LPG) გაყიდვები ბოლო 3 წლის განმავლობაში 4-5 ჯერ არის გაზრდილი, ფასების ზრდას თავისი მიზეზები აქვს. მთავარი პირველი, თავად მწარმოებლის ფასია რუსეთის ტერიტორიაზე და მეორეა გადაზიდვის ღირებულება. თუმცა საინტერესოა ფასების ზრდა მაშინ, როდესაც მწარმოებლის ფასი არ იცვლება და საქართველოს ბაზარზე თხევადი გაზი მაინც ძვირდება. მწარმოებლის ფასებიც დარეგულირებაც შესაძლებელია, თუ ქვეყანაში იარსებებს სახელმწიფო სტრუქტურა, რის შესახებაც წლებია ვსაუბრობთ.

დღევანდელი მდგომარეობით, ფასების ზრდის მიზეზია თხევადი გაზის დეფიციტის ხელოვნური შექმნა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ გადამზიდებს 3-4 დღე უწევთ რიგში დგომა გადალახონ საქართველო-რუსეთის გამშვები სასაზღვრო პუნქტი. ე.წ. „სპეცავტომობილებს" აყენებენ საერთო რიგში.

საქართველოდან თხევადი გაზის შემოსატანად გასული ავტომობილი, ყველაზე კარგ შემთხვეაში, დატვირთული უკან ბრუნდება ერთი კვირის შემდეგ. იქმნება ხელოვნური დეფიციტი და გადამზიდავებს ეზრდება ხარჯები, რაც უძვირებს იმპორტიორებს ფასს და შესაბამისად, გაზრდილი მომხმარებლებზე აისახება.

აღნიშნული საკითხის დარეგულირება, რა თქმა უნდა, ხელისუფალს შეუძლია და ევალება. ამ შემთხვევაში მოსაგვარებელია გადამზიდების დროულად გატარების საკითხი, თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით სიახლე არ ისმის.

ნატახტრისა და ლარსის საზღვართან მიმდებარე ტემინალებზე 40-მდე გადამზიდია რიგში ჩაყენებული, რაც მინიმუმ 800 ტონის მოცულობისაა," - აღნიშნულია ნიკა შენგელიას მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×