რეზონანსი
21.07.2024

გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას მოხსნის, დემოკრატიული პარტიის წევრები მხარს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერენ.

მედიის ინფორმაციით, შიდა გამოკითხვები აჩვენებს, რომ კამალა ჰარისი სულ მცირე, უფრო სასარგებლო იქნებოდა დემოკრატიული ენთუზიაზმისა და საარჩევნო რბოლის გასაძლიერებლად.

როგორც CNN წერს, ბაიდენი საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას მომავალ კვირას გეგმავს, როგორც კი კოვიდისგან გამოჯანმრთელდება:

"ვფიქრობ, ბევრი ამერიკელი ფიქრობს, რომ ძალიან დიდი ალბათობაა, თუ ბაიდენ-ჰარისის ბილეთი გაიმარჯვებს, კამალა დაასრულებს მეორე ვადას... ასე რომ, შეიძლება დაისვას კითხვა: რატომ არ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი ამ არჩევნებზე?" - განაცხადა დემოკრატების დეპუტატმა, ჯარედ გოლდენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×