რეზონანსი
21.07.2024

"არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება," - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იემენის "ჰუთების" მიერ კონტროლირებად საპორტო ქალაქ ჰოდეიდაზე მიტანილ იერიშზე საუბრისას განაცხადა.

"მე მაქვს გზავნილი ისრაელის მტრებისთვის - ნუ შეცდებით ჩვენთან დაკავშირებით, ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს მოგვაყენებს, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის[...]

ვისაც სურს იხილოს სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი, უნდა დადგეს ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ - იემენში, ღაზაში, ლიბანში, ყველგან," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ალ-ჰუდაიდას პორტზე თავდასხმა იყო "პირდაპირი პასუხი" პარასკევის სასიკვდილო თავდასხმაზე თელ-ავივში, რომელზეც პასუხისმგებლები იემენელი "ჰუთები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×