რეზონანსი
18.07.2024

დიდ პატივს ვცემ საქართველოს მთავრობას, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძალიან რთულ პირობებში, სამწუხაროდ ევროპაში ბევრს არ ესმის ეს რამდენად რთულია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის შესანიშნავი სახელმწიფო, რომელიც ძალიან კარგად აკეთებს საქმეს.

„საქართველო არის შესანიშნავი სახელმწიფო, რომელიც ძალიან კარგად აკეთებს საქმეს. მე დიდ პატივს ვცემ საქართველოს მთავრობას, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ძალიან რთულ პირობებში, სამწუხაროდ ევროპაში ბევრს არ ესმის რამდენად რთულია, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის დაიცვას სუვერენიტეტი ყველა მიმართულებით, თუმცა მე ამას ვაფასებ", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×