რეზონანსი
17.07.2024

ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს განცალკევება კანდიდატი ქვეყნების და ეს პროცესი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირად უნდა მიმდინარეობდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება იმ ევროპარლამენტარების რიცხვი, ვინც მომხრე იქნება ამ პროცესის შეუფერხებლად წარმართვის.

„ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს განცალკევება კანდიდატი ქვეყნების და ეს პროცესი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირად უნდა მიმდინარეობდეს, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ პროცესის დასაწყისზე, როდესაც უნდა გავხსნათ მოლაპარაკებები და ერთნაირად ჩავერთოთ ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ეს პოზიცია დააფიქსირა ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება იმ ევროპარლამენტარების რიცხვი, ვინც მომხრე იქნება ამ პროცესის შეუფერხებლად წარმართვის, ვინაიდან, გაფართოება შეუძლებელია მოხდეს პოლიტიკური დიალოგის გარეშე, შეუძლებელია გაფართოებაზე ვისაუბროთ თუ არ განვიხილავთ ყველა პრობლემურ საკითხს მოლაპარაკებების მაგიდასთან", - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×