რეზონანსი
17.07.2024

ივანიშვილის "ოცნება", რომელსაც პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა აღარ შეუძლია, წარმოსახვით მტერს დასდევს გლობალური ომის პარტიის სახით და საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს , - ამის შესახებ „საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" პარალელურად „აგრძელებს მოქალაქეების მოტყუებას, რომ თითქოს ევროკავშირი ივანიშვილის პირობებით მიგვიღებს".

"გლობალური ომის პარტიის ძიებაში კი საქართველოს ევროინტეგრცია შეჩერებულია და აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია. ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია!", - წერს გახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×