რეზონანსი
17.07.2024

ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა არ იყო ქართველის გამოჩენა. ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ივანიშვილისა და მისი გუნდის ხელში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ უწერია. 

ვისაც რამის დანახვა შეუძლია, ხედავს, რომ ის და მისი ბანდა წარმოადგენენ პირდაპირ და უზარმაზარ საფრთხეს თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის. 

მათ ხელში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ უწერია. მათ არაფერი კარგის გაკეთება არ შეუძლიათ, მხოლოდ გაფუჭებას გააგრძელებენ დაჩქარებული ტემპით.

კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველი ხალხი დიდი ხანია ყველაფერს მიხვდა. აზვირთებულია დიდი საარჩევნო ტალღა, რომელიც მაფიოზურ რეჟიმს წალეკავს ოქტომბერში.

ჩვენ ვეუბნებით მათ - თქვენი არავის ეშინია, დროა ჩაალაგოთ ჩემოდნები და მოემზადოთ საქართველოს თქვენი მმართველობისგან გათავისუფლებისთვის, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×