რეზონანსი
17.07.2024

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთის ტყვეობაში მყოფი 95 უკრაინელი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. 

გათავისუფლებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და მესაზღვრეები. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყნებს შორის ტყვეების გაცვლა 95-95 წესით მოხდა, ხოლო შუამავლის როლი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეასრულა. 

"როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, ჩვენ ვეძებთ ყველას, ვინც ტყვეობაშია და ჩვენ ყველა უნდა დავიბრუნოთ". - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×