რეზონანსი
12.07.2024

აშშ-მა ქვეყნების ჩაგვრა უნდა შეწყვიტოს, - ასე უპასუხა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა ჟურნალისტის კითხვას ნატო-ს სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ ჩინეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

„აშშ-მა არაერთხელ გაიმეორა, რომ სურს ჩინეთთან გამკლავება ე.წ. ძლიერის პოზიციდან, რაც ასახავს შეერთებული შტატების ქედმაღლობას და ჰეგემონიას. არ არსებობს ამქვეყნად აღმატებული ქვეყანა და არც ძლიერს უნდა ჰქონდეს სუსტის დაჩაგვრის უფლება. სხვა ქვეყნების ჩაგვრა მათი ე.წ. ძალაუფლების გაზრდის მცდელობით, არ შეესაბამება დროის სულისკვეთებას და ვერ მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას", - განაცხადა ლინ ჯიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×