რეზონანსი
10.07.2024

ჩვენი მუდმივი ინტერესები მთელი ისტორიის მანძილზე და დღესაც არის, რომ გადავრჩეთ, განვითარდეთ და დღეს უკვე დემოკრატიული და განვითარებული ქვეყანა გვქონდეს, - ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, როგორ ხედავს მოძრაობის პოლიტიკურ პერსპექტივას, გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ პირადად იგი არ გეგმავს პოლიტიკაში წასვლას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას გეგმავენ.

„ერთი წლის შემდეგ, მოძრაობად დარჩება თუ რომ გადაკეთდება, ვიღაც პარტიაში წავა და ვიღაც მოძრაობაში დარჩება, ეგ მეორე ამბავია.

ჩვენთვის მთავარი არის ორი მომენტი, ერთი რომ, აშკარად ვხედავთ რეალური დემოკრატიული ღირებულებები დღეს არის ფეხქვეშ გათელილი და საპირისპირო, არატრენდულ აზრს, ფაქტობრივად, ჩაქოლვის მომენტები აქვს გაბატონებული აზრის მხრიდან. მეორე, მიგვაჩნია, რომ არცერთი აზრი ტაბუირებული არ უნდა იყოს, არცერთი პოზიცია საკრალური არ უნდა იყოს“, - დასძინა მან.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×