რეზონანსი
10.07.2024

მიხეილ სააკაშვილმა 1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთო-ში? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც სააკაშვილი წერს: „ვამაყობ, რომ 1992 წელს საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების მოთხოვნა სწორედ მე ჩავიტანე, რაც გახდა დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველი შემთხვევის საფუძველი“.

ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, სააკაშვილს წვრილმანი ტყუილებისა და ბაქიბუქის გამო არასერიოზულად უყურებენ.

„რა უცნაური კაცი ხარ, მიშა! უამრავი საქმე გაქვს გაკეთებული, ძალიან კარგი საქმეც და ძალიან ცუდიც.

1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთო-ში? საფოსტო მტრედის სტატუსით?

ამ წვრილმანი ტყუილების და ბაქიბუქის გამო არასერიოზულად გიყურებენ და ვისაც არ ეზარება, „ქოცებიც“ და ყოფილი მეგობრებიც, ყველა გეკაიფება. სამწუხაროა“, – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×