
პოლონური პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ კითხვაზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღიარა, რომ ეს არის „რთული საკითხი“, რადგან „არაფერია უფრო საშიში, ვიდრე უსაფრთხოების არასანდო გარანტიები“.
მისი თქმით, დღეს ნატოში არსებობს რწმენა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომი დასრულდების შემდეგ შეძლებს. სწორედ ამიტომ, აღიარა სიკორსკიმ, კიევი, ალბათ, ვერ იქნება კმაყოფილი სამიტზე აშენებული „ნატოსკენ მიმავალი ხიდით“.
”მაგრამ ჩვენ ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს”, - თქვა მან.
სიკორსკიმ დასძინა, რომ სამიტზე მოკავშირეები უკრაინას „უზარმაზარ“ მატერიალურ დახმარებას დაჰპირდებიან, წელიწადში 40 მილიარდი დოლარის ოდენობით .
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვაჩვენებთ ნატო ერთიანობას. ნატო შეიქმნა აგრესიული რუსეთის შესაკავებლად. ნატომ ერთხელ უკვე გაიმარჯვა, მეორეჯერაც გავიმარჯვებთ - ფანაცხადა სიკორსკიმ.