რეზონანსი
10.07.2024

რუსეთის ბრალდებები სრული სიცრუე და აბსურდია, საკმაოდ ირონიულია, რომ ამ ბრალდებებს აკეთებს ქვეყანა, რომელსაც ახლა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მილერი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, თითქოს აშშ საქართველოში რეჟიმის ცვლილებას გეგმავს და თითქოს ბაიდენის ადმინისტრაციამ ფართო მასშტაბის საინფორმაციო კამპანია მოამზადა მმართველი "ქართული ოცნების" პარტიის დისკრედიტაციისთვის.

„საკმაოდ ნათელია, რომ ეს სრული სიცრუეა. რუსეთი პირველად არ აკეთებს მსგავს ბრალდებებს აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებში, რაც სრული სიცრუე და აბსურდი იყო. აღვნიშნავ იმ ირონიას, რომ ქვეყანა - რუსეთი - რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთ ბრალდებებს აკეთებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით", - განაცხადა მილერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×