რეზონანსი
10.07.2024

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ რას იზამს დონალდ ტრამპი, თუ მას ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო როიტერსი ავრცელებს.

„მე მას [ტრამპს] არც თუ ისე კარგად ვიცნობ", - ციტირებს როიტერსი ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას „კარგი შეხვედრები" ჰქონდა ტრამპთან, თუმცა, ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ხდებოდა.

„მე ვერ გეტყვით, თუ რას გააკეთებს ის [ტრამპი], თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება. მე არ ვიცი", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. მთავარი კონკურენტები ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ჯო ბაიდენი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი არიან. ტრამპს არაერთხელ გაუკრიტიკებია ამერიკის ხელისუფლება უკრაინისთვის გაწეული დიდძალი სამხედრო დახმარების გამო. იგი ზელენსკის „ისტორიაში დიდებულ ვაჭრად" მოიხსენიებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×