რეზონანსი
10.07.2024

მკვლე­ლო­ბა სა­ჩხე­რე­ში: მა­მა­კაც­მა მე­ზობ­ლის სახ­ლს ცე­ცხლი გა­უხ­სნა და მას­თან სტუმ­რად მყო­ფი ნა­თე­სა­ვი მოკ­ლა - „წა­კა­მა­თე­ბას უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა"

8 ივ­ლისს ღა­მით სა­ჩხე­რე­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ნას­ვამ­მა მე­ზო­ბელ­მა ავ­ტო­მა­ტის ჯე­რით კუ­ტა­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში თბი­ლი­სი­დან სტუმ­რად ჩა­სუ­ლი 45 წლის მა­მა­კა­ცი ავ­ტო­მა­ტით მოკ­ლა.

კახა ლობ­ჯა­ნი­ძის მკვლელ­მა მი­მალ­ვა სცა­და და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის გორ­ში აიყ­ვა­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას 109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით აწარ­მო­ებს. რო­გორც უწყე­ბა­ში გვი­თხრეს, დამ­ნა­შა­ვე ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

მკვლე­ლი იმ ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი და მე­ზო­ბე­ლია, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და.

„წინა დღეს ნას­ვა­მებ­მა იჩხუ­ბეს, მე­ო­რე დღეს კი იმ გა­რე­წარ­მა სი­ძის მოკ­ვლა გა­ნიზ­რა­ხა, ღა­მის 11-დან 12 სა­ა­თის ფარ­გლებ­ში ჩა­უ­ა­რა მათ სახ­ლს და ისე, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან არც გად­მო­სუ­ლა, ავ­ტო­მა­ტის ჯერი გა­და­ა­ტა­რა სახ­ლს, ავ­ტო­ფა­რეხს, ეზოს. ამ დროს ეზო­ში კუ­ტა­ლა­ძე­ე­ბის ნა­თე­სა­ვი კახა ლობ­ჯა­ნი­ძე მდგა­რა, რო­მე­ლიც მა­მი­დაშ­ვილ­თან სტუმ­რად იყო ჩა­სუ­ლი.

სამი ტყვია აქვს ავ­ტო­ფა­რეხს მოხ­ვედ­რი­ლი, კა­ხას კი ტყვია ზურ­გში მოხ­ვდა, მას არ­ტე­რია გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ბიჭი სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში იყო, კახა თბი­ლი­სე­ლია, ვარ­კე­თილ­ში ცხოვ­რობს, ჰყავს მე­უღ­ლე. მშრო­მე­ლი, უწყი­ნა­რი და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო.. კახა ადრე და­ობ­ლდა და დამ უფ­რო­სი დის გაზ­რდი­ლია. არ ვიცი, ავ­ტო­მა­ტი და­ში­ნე­ბის მიზ­ნით გა­და­ა­ტა­რა თუ რა, მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ის მთვრა­ლი იყო. არა და, ოჯახ­ში ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და კი­დევ კარ­გი, ისი­ნიც არ მი­ა­ყო­ლა.

გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო ისე­თი, ასე სა­სიკ­ვდი­ლოდ რომ გა­ე­მე­ტე­ბი­ნა ნა­თე­სა­ვი? ამ უაზ­რო წა­კა­მა­თე­ბას კი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო და სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა... მკვლე­ლი და­უ­ჭე­რი­ათ, გორ­ში გაქ­ცე­უ­ლა და პო­ლი­ცი­ას ნა­თე­სა­ვის სახ­ლში აუყ­ვა­ნია. ჯო­ჯო­ხე­თი ტრი­ა­ლებს სა­ჩხე­რე­შიც და თბი­ლის­შიც", - თქვა „ambebi.ge"-სთან კახა ლობ­ჯა­ნი­ძის ახ­ლო­ბელ­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×