რეზონანსი
30.05.2024

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია, მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

ამის შესახებ დევიდ ქემერონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია.

„მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას", - განაცხადა დევიდ ქემერონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×