რეზონანსი
30.05.2024

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" თუ ოპოზიციურ მიტინგებს გულშემატკივრობენ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დასავლეთისა და იმ სახელმწიფოების პოზიციაც იგივეა, - ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, ესტონეთის პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას საქართველოში ვიზიტისა და საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო საკმაოდ მკაცრი კრიტიკა ისმოდა.

„როგორც ჩანს, მარტო საქართველოში არ მოგვეჩვენა უცნაურად და არასწორად ის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მინისტრები ჩამოვიდნენ ოპოზიციურ აქციებზე, დადგნენ და შიდაპოლიტიკურ საკითხებზე განცხადებები გააკეთეს.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" თუ ოპოზიციურ მიტინგებს გულშემატკივრობენ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დასავლეთისა და იმ სახელმწიფოების პოზიციაც იგივეა. ამ კონკრეტულმა შემთხვევამ, რომ პარლამენტში საკმაოდ მკაცრი შეკითხვა და კრიტიკა ისმოდა, იგივე დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობდით", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მიმდინარე აქციებს მაიდნის ანალოგი უწოდა და ათი წლის წინ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შეადარა. კაია კალასმა ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმებული არ ყოფილა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე დგომა, თუმცა თავად, ასე არ მოიქცეოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×