რეზონანსი
30.05.2024

საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობების თვალსაზრისით არსებული სირთულეებისა, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ქართველი ექიმები არიან ის ხალხი, რომელიც საკუთარი კვალიფიკაციით ტოლს არ დაუდებენ არც ერთი ქვეყნის კოლეგებს. საქართველო მართლაც გამორჩეული ქვეყანაა მათ შორის მედიცინის სფეროში უმაღლესი აკადემიური ტრადიციებით და მე მინდა ამ მაღალი ტრიბუნიდან ქედი მოვიხარო უდიდესი ქართველი მედიკოსების წინაშე და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა მათ მიმართ.

სამწუხაროდ, მომიწევს იმის აღნიშვნაც, რომ დღეს, რბილად რომ ვთქვათ, ყველა ექიმის მიმართ თანაბარი პატივისცემით ვერ ვიქნებით განმსჭვალული და ექიმთა ერთი მცირე ნაწილის არაკვალიფიციურობას ან არაკეთილსინდისიერებას აქვს მთლიანად სექტორის რეპუტაციული დაზიანების ძალზედ დიდი ნეგატიური რესურსი. ასობით ექიმის წარმატებული მკურნალობის წარმატებული ისტორია შეიძლება ჩრდილში მოექცეს ერთის კვალიფიკაციის დეფიციტის გამო, რაც დასანანია.

ამავე მიმართულებით ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა, რომ აღნიშნული გამოწვევები იქნეს დაძლეული, რისთვისაც აუცილებელი იქნება უმაღლესი სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მასთან ერთად ზრუნვა უწყვეტი დიპლომისშემდგომი განათლების გაღრმავების მიმართულებით".-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×