რეზონანსი
30.05.2024

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ფეა თრიიზის", მიერ გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის შეჩერების ფაქტმა ორი რამ შეახსენა.

მისივე თქმით, პირველი ეს არის - ყირგიზეთში მიღებული გამჭვირვალობის კანონის შემდეგ „სოროსის ფონდი", რომელმაც ქვეყანა დატოვა და მეორე - USAID-ის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მცხეთის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოვლენის 6-თვიანი პროგრამა იყო.

„დღეს გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთმა NGO-მ, „ფეა თრიიზმა", გამჭვირვალობის კანონის მომიზეზებით, ონში შეაჩერა ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტის განხორციელება, რომელსაც სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს. ამ ფაქტმა ორი რამ შემახსენა...

პირველი - ყირგიზეთში მიღებული "გამჭვირვალობის კანონის" თანახმად, დეკლარირების პირველივე მოთხოვნამდე ვერ მისული "სოროსის ფონდი", რომელმაც ამჯობინა ქვეყნის დატოვება, რეესტრში თავისი ფინანსური დანახარჯებისა და მათი მიზნობრიობის გამჟღავნებას.

და მეორე მკაფიო მაგალითი - USAID-ის მიერ მეტად მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პროექტი: მცხეთის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოვლენის 6-თვიანი პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო ათამდე დარგობრივი ადგილობრივი კვალიფიციური მედიკოსი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში სოფელ-სოფელ ავლენდა ამ კატეგორიის პირებს და პირველადი დახმარების გარდა, მათ აღრიცხვას აწარმოებდა.

ამ საქმიანობაში ქართული NGO ქართველ სპეციალისტებს თვეში 300 ლარს ურიცხავდა. ანუ, 6-თვიანი პროგრამის ფარგლებში, საქმის რეალურ გამკეთებლებს ანაზღაურების სახით, სადღაც 18 ათასი ლარი ჩაურიცხეს ($6700). მე იმის წარმოდგენაც კი მზაფრავს, ამ ნახევარწლიან პროგრამაში, USAID-ს რამდენი ჰქონდა გამოყოფილი, რამდენი მიითვისა NGO-ს "სტაფმა" და სად წავიდა დანარჩენი თანხა.

მსგავსი ეჭვები რომ არ მაწუხებდეს, სწორედ ამისთვის შეიქმნა გამჭვირვალობის კანონი, რათა მათ შორის ისეთ მგრძნობიარე თემებს, როგორც შშმ პირებისთვის გაწეული დახმარებით სპეკულირებაა - ბოლო დაესვას. ონში მაგალითად, „ფეა თრიიზის" მიერ ბოლომდე ვერ მიყვანილ საქმეს წარმატებით გაუმკლავდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

დიდი ალბათობით, მსგავსი სურათი გამოვლინდება ბევრ სხვა შემთხვევაშიც. ანუ, თუ მცხეთის რაიონში 6-თვიან კვალიფიციური სამედიცინო მომსახურე სპეციალისტებისთვის გაიმეტეს 6700 დოლარი, იგივე საქმიანობაში სამმაგი გასამრჯელო, რომ გამოეყო ადგილობრივ ან ცენტრალურ ბიუჯეტს, რა კოლოსალურ შედეგობრივ სხვაობას მივიღებდით გაკეთებულ საქმესა და კონკრეტული NGO-თვის გამოყოფილ თანხებს შორის", - წერს დავით ქართველიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×