რეზონანსი
30.05.2024

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, „ქართული ოცნების" კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქ - გვერდის, „სინამდვილეში" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ჟურნალისტი ლევან დათუნაშვილი (Leo nafta), რომლის ონლაინმედია „ჯემნიუსი" აშშ-ის საელჩოს, „ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის" და „ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის" მიერ ფინანსდება, სოციალურ ქსელში დეპუტატების მკვლელობის მუქარის შემცველ ვიდეოს ავრცელებს.

შარმანაშვილის განცხადებით, დათუნაშვილის სახელფასო ანგარიშზე ევროკავშირის ბიუჯეტიდან ჩარიცხული ყოველი ცენტი, ამიერიდან კეფაში სასროლი ტყვიის ფული იქნება. მისივე თქმით, გამაოგნებელია, რომ თანამედროვე ევროპულ ღირებულებებში შესაძლოა თავსდებოდეს დეპოლარიზაციისკენ მოწოდება და მსგავსი ადამიანის დაფინანსება.

„გამაოგნებელია, რომ, როგორც ჩანს, თანამედროვე "ევროპულ ღირებულებებში" ერთად შეიძლება თავსდებოდეს დეპოლარიზაციისკენ მოწოდება და იმ ადამიანის დაფინანსება, რომელსაც ეკუთვნის მოწოდება კეფაში 84 ტყვიის სროლის შესახებ... დღეის იქით, ყოველი ცენტი, რომელიც ამ ადამიანის სახელფასო ანგარიშზე ევროკავშირის ბიუჯეტიდან ჩაირიცხება, იქნება კეფაში სასროლი ტყვიის ფული!" - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×