რეზონანსი
30.05.2024

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნებისმიერი ზეწოლა, ბულინგი არის აბსოლუტურად მიუღებელი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, თუმცა ორმაგი სტანდარტები მიუღებელია.

„გამოსაძიებელია ალბათ ეს საკითხი, შეიძლება არის კიდეც დაწყებული გამოძიება. ასეთი ზარები გაისმა მათ შორის პარლამენტის და თბილისის საკრებულოს წევრებთან, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რაც ხდებოდა, შესაბამისად, შესწავლას საჭიროებს ეს ყველაფერი. ამასთან ერთად, მინდა შეგახსენოთ, რომ საჯარო სივრცეში, მათ შორის, ამ დღეების განმავლობაში, ვრცელდებოდა დეპუტატების მობილურის ნომრები, მოწოდებით, რომ ე.წ აქტივისტებს დაერეკათ თითოეულ დეპუტატთან, მათ შორის, შეურაცხმყოფელი მოწოდებებით და ამასთან დაკავშირებით მე არ მახსოვს არავის შეშფოთებული რეაქცია. 

აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტით, ჰქონდეთ ერთმაგი სტანდარტი. ნებისმიერი ასეთი აქტი, ნებისმიერი ზეწოლა, ბულინგი არის აბსოლუტურად მიუღებელი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთი ტიპის აქტებს. თქვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები პირდაპირ „ფეისბუქზე“ დებდნენ დეპუტატების ნომრებს ბულინგის და ზეწოლის განხორციელების მიზნით, შესაბამისად, მოგიწოდებთ ერთმაგი სტანდარტებისკენ“, - მიმართა პრემიერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×