რეზონანსი
29.05.2024

პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით არჩილ თალაკვაძე პარლამენტის მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტების მიღებასა და განხილვის პროცესში რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტს გამოეხმაურა.

„პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული. აგერ, დღეს კიდევ ერთხელ გაცხადდა იმ ხმამაღალი განცხადებების შემდეგ, რასაც აკეთებდნენ ევროპაზე, ვითომ ჩვენგან იცავდნენ ევროპას. დღეს აგერ ჩანს, რომ ბოიკოტი გამოუცხადეს ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესს", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×