რეზონანსი
29.05.2024

პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აფასებს. ომის აცილება, ხალხში სტაბილურობის განცდა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა- დეპუტატის თქმით უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. სოზარ სუბარის თქმით, ეკონომიკური ზრდა ხელფასებსა და პენსიებზე აისახება.

„ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ომის თავიდან აცილებამ და ზოგადად საზოგადოებაში სტაბილურობის განცდამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს ყველაფერი აისახება როგორც ხელფასების, ასევე პენსიების ზრდაზე."- აღნიშნავს სუბარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×