რეზონანსი
27.05.2024

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ კობახიძემ "ოცნების" ამომრჩეველს კიდევ ერთი სატყუარა გადაუგდო აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებისა და 2030 წელს, ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებით:

"26 მაისს ბატონმა კობახიძემ კიდევ ერთი სატყუარა გადმოუგდო „ოცნების“ ამომრჩეველს, რომელსაც როგორც ჩანს, ეჭვი ეპარება მისივე პარტიის მიერ გაცემული დაპირებების აღსრულებაში. ეს სატყუარაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება და თან ევროკავშირის წევრობა 2030 წელს. 

ამავე დღეს, ამერიკისა და ევროპის პრაქტიკულად ყველა ლიდერმა და სახელმწიფომ დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველოს წევრობა ევროკავშირში დაბლოკილია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო. 

ასევე, აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერებმა  განაცხადეს, რომ არათუ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, არამედ ჩვენთან  კონფედერაციასაც კი არ განიხილავენ. 

ამ ბოლო 12-წლიან პერიოდში, „ოცნების“ მიერ ნათქვამი ათასობით ტყუილის შემდეგ, თვით „ოცნების“ ამომრჩეველსაც კი აღარ შეიძლება სჯეროდეს, რომ შავი თეთრია!  სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!" წერს ოქრიაშვილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×