რეზონანსი
27.05.2024

"ქალბატონი სალომე არ არის ამქვეყნიურზე, გასულია უკვე", - ასე მოიხსენიებს საქართველოს პრეზიდენტს ირაკლი ზარქუა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი პრეზიდენტის ინიციატივას "ქართული ქარტიასთან" დაკავშირებით ეხმაურება და აკრიტიკებს.

ზარქუა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით მოიხსენიებს როგორც პრეზიდენტს, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

ნაცი, ჩახდილი გირჩი, გვარამია, დანარჩენი უსამშობლოები ეს არის ერთი გაერთიანება, სიაში იქნებიან ერთად თუ რაღაც პლატფორმას მოიგონებენ - ლოკალური ომის ქარტია დავარქვათ ამას, რაც არის, ამას მოიგონებენ და იქ გაერთიანდებიან, რა მნიშვნელობა აქვს.

მადლობა მადამ პრეზიდენტს, ამ ინიციატივისთვის, რომ ყველა ერთად გააერთიანა, რომ ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივდეთ არჩევანის გაკეთება მწვალებელთა პარტიას შორის და მშვიდობის გარანტ პარტიას შორის.

ქალბატონი სალომე არ არის ამქვეყნიურზე, გასულია უკვე და თავისი ფანტაზიებით მართავს ახლა ამ ქვეყანას, აბა, რანაირად ლაგდება თავში, რომ ერთიანად გავიდეთ და სიები არა. ევროპული რანაირად შეიძლება ჯალათი გვარამია იყოს, თუ რახან სათვალეს გაიკეთებს და ამ შარვალს ჩაიწევს შარვალს, მოკლე შარვლით რომ დადის, ის ევროპული ღირებულებების მატარებელი გახდება? არა, ზუსტად იმნაირები არიან, იმნაირების გაერთიანება იქნება - იმნაირები, მწვალებლები, რეკეტირები, კრიმინალები, უსამშობლოების გაერთიანება,“ - ამბობს ზარქუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×