რეზონანსი
27.05.2024

თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა შეაფასა და აღნიშნა, რომ თავდაპირველი სისხლიანი რევოლუციის სცენარი დროზე ადრე იქნა გაშიფრული, ამიტომ, გეგმა შეიცვალა.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი გეგმა გარედან არის თავს მოხვეული და საქართველოსთვის ომის ქარტიის შეთავაზებას გულისხმობს, რომლის მიზანია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანა, შემდეგ კი საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა.

„გეგმა იყო სისხლიანი რევოლუციის სცენარი, რითაც უნდა მოსულიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, თუმცა, ეს გეგმა დროზე ადრე იქნა გაშიფრული და ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ამ გეგმის აღსრულებას ვერ დაუშვებდა. ამიტომ შეიქმნა ახალი გეგმა და ეს არის გარედან თავს მოხვეული საქართველოსთვის „ომის ქარტიის“ შეთავაზების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანას და მერე, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას“, - განაცხადა ბოჟაძემ.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×