რეზონანსი
26.05.2024

რეალური ომის პარტია ერთია და ის რუსული იმპერიალიზმია, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, უცნაურია, როდესაც კონკრეტული პირებისთვის იმის ახსნას უწევს, ვინაა ქვეყნის მტერი და ვინ მოყვარე. 

ევროპული კავშირი თავისი არსით და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის. არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია, რომელსაც დღეს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ - რუსული იმპერიალიზმი!. დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცეები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა მტერი და ვინაა ჩვენი მეგობარი. ხომ ვიცით, ვინ წაგვართვა ჩვენი ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინ იცავს ჩვენ სუვერენიტეტს. ხომ ვიცით, ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი. ხომ ვიცით, ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები. ხო ვიცით, ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ჩვენი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში, - თქვა ზურაბიშვილმა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×