რეზონანსი
26.05.2024

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:

„შაბათ-კვირას ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი წვიმის, ელჭექისა და სეტყვის რისკით.ამინდის პირობები საკმაოდ არასტაბილური რჩება და მიზეზი უნდა ვეძებოთ ღრმა დაბალი წნევის ზონაში, რომელიც დროდადრო აგრძელებს გრილი და არასტაბილური ნალექებით სავსე მეტეო პირობების ჩამოყალიბებას. მაისის ბოლო უქმეებზეც ასე იქნება.

ამ გადასახედიდან ალბათ, მოგვიწევს ლოდინი შემდეგ კვირამდე, როდესაც აფრიკული ანტიციკლონი შეეცდება საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის მოპოვებას. გისურვებთ მშვიდობიან დღეებს“, – წერს ფარტენაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×