რეზონანსი
25.05.2024

„ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქრონიკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, IRI-ისა და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი ერთიანი სიების ფორმირებას შეეხებოდა.

მეგრელიშილის თქმით, ოპოზიციურმა სპექტრმა შენიშვნა მიიღო, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ მათ სახელმწიფოს აყირავება ვერ მოახერხეს და მიიღეს კონკრეტული მითითებები შემდგომში სამოქმედოდ.

„ქრონიკის" ხელთ არსებული ინფორმაციით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ის და ამერიკის საელჩოს ორგანიზებით 24 მაისს კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა. საუბარი მიმდინარე მოვლენებთან ერთად ერთიანი სიის ფორმირებას შეეხებოდა. ოპოზიციამ, მორიგი დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დავალების შინაარს საგულდაგულოდ ინახავს ყველაფერი მათ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში აუცილებლად გამომჟღავნდება.

მინაწერი: ოპოზიციურმა სპექტრმა შენიშვნა მიიღო, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ მათ სახელმწიფოს აყირავება ვერ მოახერხეს; მიიღეს კონკრეტული მითითებები შემდგომში სამოქმედოდ;

დაზუსტდა ერთობლივი სია რომლითაც ისინი 26 ოქტომბერს არჩევნებში პოლიტიკურად იასპარეზებენ."-წერს თამთა მეგრელიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×