რეზონანსი
25.05.2024

„ზუსტადაც, რუსეთს რომ არ აწყობს ეს კანონი, ამიტომაც გვაქებს", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს დასავლეთთან გართულებული ურთიერთობა იმიტომ აქვს, რომ დასავლეთის ნაწილს, რომლებიც უკრაინის ომის ფუძემდებლები იყვნენ, ჰქონდათ სურვილი, რომ უკრაინასთან ერთად საქართველო ყოფილიყო მეორე ფრონტის ნაწილი.

„ახლა ისტერიკაში პოლიტიკოსების ზუსტად ის ნაწილია, რომლებმაც ვერ მიაღწიეს საკუთარ მიზანს. მათთვის მიხეილ სააკაშვილი ძალიან კომფორტული ფიგურა იყო, რადგან სააკაშვილის ქვეშ იყო ყველა სტრუქტურა. დღეს ნახეს, რომ პრემიერს ელაპარაკებიან, პრემიერი ვერაფერს გადაწყვიტავს, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარეცაა, პარლამენტის თავმჯდომარეს დაელაპარაკებიან და აგერ მთავრობა და ცალკე კიდევ სხვა სტრუქტურებია. ამიტომ ნახეს, რომ ამათთან არ გამოდის, ჯობია რევოლუციური პროცესით ესენი შევცვალოთ, რომ შემდეგში მივიღოთ მოკავშირე, რომელიც ყველაფერზე წავა. ახლა რომ არ ყოფილიყო გამჭვირვალობის კანონი, 27 ოქტომბერს იქნებოდა დელეგიტიმაციაზე საუბარი. ახლაც იქნება ამაზე საუბარი, მაგრამ წინასწარმა პროცესებმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დაანახა ის არსებული რეალობა, რისთვის არის ბრძოლა", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს 19 მაისს ვეტო დაადო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×