რეზონანსი
25.05.2024

როგორც საზოგადოება „ქართულის" დამფუძნებელმა გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.პროტესტის პროცესში გამოიკვეთა ძალიან საშიში ტენდენცია. ხდება მცდელობა, შეეხონ ისეთ ფუნდამენტურ ეროვნულ ფასეულობებს, როგორიც არის ჩვენი სარწმუნოება,, ჩვენი ეკლესია და ამის არაერთი სამწუხარო მაგალითი ვიხილეთ

„ენა, მამული, სარწმუნოება" გადააკეთეს „ენა, მამული, ერთობით", შემდეგ ვნახეთ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ძალიან სამწუხარო და გამაოგნებელი განცხადება, რომ თურმე ის ვერ ხედავს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად საქართველოს ნათელ ევროპულ მომავალს. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ამხელა შეკრება მოხდა და დღემდე მიმდინარეობს ამ დღის აბუჩად აგდება და გაქილიკება, რაც მიუღებელია. ყველაზე სამწუხარო და გულსატკენი ამ პროცესში არის ის, რომ ეს ყველაფერი იფუთება ისე, რომ თითქოს ეს ხდება ახალგაზრდების მიერ, ახალგაზრდების სახელით. არადა ჩვენი ეკლესია ზუსტად რომ ახალგაზრდებზე დგას", - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×