რეზონანსი
24.05.2024

სამართალდამცველებს უნდა ესმოდეთ, რომ უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე „თავისუფლების მარშზე" განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, ის სამართალდამცველები, ვინც ადამიანებზე ძალადობდნენ, აუცილებლად დასანქცირდებიან.

„ეს ძალადობა, რომელსაც პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებენ, უნდა შეწყდეს. ის სამართალდამცველები, ვინც ადამიანებზე ასე ძალადობდნენ, აუცილებლად დასანქცირდებიან. დავით ქაცარავა, ლევან ხაბეიშვილი, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი წარმოუდგენელი ამბები... სამართალდამცავებს აუცილებლად უნდა ესმოდეთ, უნდა ემსახურონ საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთან, ხოლო ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბა და მათ მსვლელობა ამ ლოკაციებიდან დაიწყეს. ამჟამად ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ ერთობლივად მიემართებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×