რეზონანსი
24.05.2024

ასეთი ტიპის აქციებმა და საქართველოს მოქალაქეების ურყევმა ნებამ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, გამოიწვია ის, რომ დღეს აშშ და ევროკავშირი დგანან საქართველოს მოქალაქეების გვერდით და ეხმარებიან სანქციებით იმისათვის, რომ რუსული რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ ქვეყნიდან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ „თავისუფლების მარშის" მსვლელობისას „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, მოწოდება „არა რუსულ კანონს" დღეს ნიშნავს „არა რუსულ რეჟიმს".

„ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი და იზოლაციისკენ მიჰყავს ქვეყანა. როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევი სურვილი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს საქართველოს მოქალაქეებს.

ასევე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მათ, ვინც აქციების დროს დააკავეს, ყველას ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვისაც რეჟიმი შეეხო, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მონაპოვარიც არის ის რეაქცია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ქართველ ხალხთან.

უკვე არ აქვს მნიშვნელობა ახლა რას იზამს „ქართული ოცნება", არ აქვს მნიშვნელობა მიიღებს თუ არა ამ კანონს იმიტომ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ შეძლო ის, რომ ის ნიღაბი, რომლითაც 12 წლის განმავლობაში ახერხებდა მოეტყუებინა საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს მოქალაქეები, საბოლოოდ ჩამოიხსნა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არა რუსულ კანონს დღეს ნიშნავს არა რუსულ რეჟიმს",- განაცხადა წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×