რეზონანსი
24.05.2024

ხელისუფლებას არ პატიობენ იმას, რომ ომში არ ჩაერთო, - განაცხადა „ხალხის ძალის" გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში".

"რეგიონში არის უმძიმესი ვითარება. ვსაუბრობ უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება და ეს არ არის მხოლოდ მათი დაპირისპირება, ეს არის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება და აქ რა თქმა უნდა, თავიდანვე იყო განსაზღვრული საქართველოს როლი, რომ ის უნდა ჩართულიყო ომში და ის ამიერკავკასიაში უნდა ყოფილიყო დამატებითი სისხლის დამცლელი რუსეთისათვის. სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს გამართლებული იყო, მაგრამ საქართველოს შესაძლებლობიდან და რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა დამღუპველი.

არ არის შემთხვევითი, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც ალტერნატივა, ისე არის წარმოჩენილი იმიტომ, რომ უკრაინიდან ჩვენ და მთელ მსოფლიოს გაგვაგონეს, რომ „ქართული ოცნება" არ იყო ომის დამწყები, ამას დაიწყებდა მიხეილ სააკაშვილი. იმიტომ იყო ასეთი ინტენსიური მცდელობა, ის დესტრუქციის ფლაგმანად წარმოეჩინათ, მან ეს საქმე ძალიან კარგად იცის, ყოფილი ხელისუფლება დაებრუნებინათ სათავეში და ის დაიწყებდა ომს. ხელისუფლებას არ პატიობენ იმას, რომ სწორედ ომში არ ჩაერთო", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების აქტიურობა შემთხვევითი არ არის.

„არც ის არის შემთხვევითი როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები წინა ხაზზე გამოდიან, მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე წარმოჩინდებიან და მოუწოდებენ, ააგორონ მუხტი ქუჩაში და არა არჩევნების, არამედ დესტრუქციის გზით შეცვალონ ხელისუფლება. ბალტიისპირეთის ქვეყნები არის შესაძლო მეორე ხაზი ფრონტის და რა თქმა უნდა, მათ ურჩევნიათ, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ამიერკავკასიაში და ამით აიცილონ ზეწოლა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×