რეზონანსი
21.04.2024

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მხოლოდ მაშინაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, როცა ისინი მოქმედებენ - იცავენ სიცოცხლეს და არა მაშინ, როცა სადმე შესანახ ბაზებზე უძრავად დგანან.

„დემოკრატიულ სამყაროს აქვს ყველა ძალა რუსული ტერორის დასაძლევად. ახლა Patriot-ები საჭიროა უკრაინელების ხელში, თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები საჭიროა უკრაინის ცაზე, რუსული რაკეტები და ირანული „შაჰედები" უნდა დამარცხდნენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტერორიზმისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ერთად შეიძლება.

"მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ყველა ლიდერს, ვისაც უკვე ესმის ეს, მადლობა ყველას, ვინც ავლენს ლიდერობას უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაში!" - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×