რეზონანსი
21.04.2024

"გამჭვირვალობის" კანონპროექტზე მსჯელობა, პარლამენტში მომავალი კვირიდან განახლდება. კანონმდებლები ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ.

პროცედურის თანახმად, დეპუტატებმა, დოკუმენტი მუხლობრივად უნდა განიხილონ. შვიდ გვერდიან დოკუმენტზე დეტალური არგუმენტების წარდგენა ოპოზიციასაც მოუწევს, რომელიც კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

"სულ არის 11 მუხლი და 11-ჯერ რუსულია ეს კანონი. ვიქნებით ჩართული ყველაფერში წინა ფლანგზე, აბსოლუტურად ყველგან, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესის დაცვაა აუცილებელი. დიახ, კომიტეტზეც ვიქნებით და აქაც, ჩვენს ეროვნულ ინტერესს დავიცავთ. არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - კანონის გაწვევა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს კანონად ვერ აქცევს.

"რა წარმატებას უნდა მიაღწიო, როცა, სიტყვაზე, ხალხი ფეხბურთს თამაშობს და შენ შალახოს ცეკვას იწყებ. მგონი, ვერ მიიღებენ კანონს. ვაკვირდები სიტუაციას, ასე მგონია", - განაცხადა იაგო ხვიჩამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×