რეზონანსი
15.04.2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ დეპუტატები მიიღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია საქართველოსთვის.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია ჩვენ შემსწრეები ვართ იმ დიდი აფიორის, თითქოს, ეს კანონია რუსული. მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, აქვე, რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, არა, რუსულ კანონს! მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! 

არა მონობას, ამავე დროს! და ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×