
ესპანელი კოლეგები ხაზს უსვამენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს ქოლგის გაფართოება იმისთვის, რომ რეგიონში იყოს სტაბილურობა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მადრიდში განაცხადა.
„ესპანელი კანონმდებლებისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები მათ ურყევ ნებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო იყოს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი სახელმწიფო. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით", - აღნიშნა მაია ბითაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ესპანეთში შეხვედრებს მართავს.