რეზონანსი
12.04.2024

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის საფრთხეს ვაფასებთ, როგორც სრულიად შესაძლებელს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ირანის მხრიდან პოტენციალურ საფრთხეს ჯერ კიდევ როგორც რეალისტურს, ისე ვაფასებთ, რომელსაც ახდენა შეუძლია. ამას ძალიან, ძალიან ახლოდან ვაკვირდებით," - განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები აღნიშნულ საკითხზე „მუდმივ კომუნიკაციაში" იმყოფებიან ისრაელელ კოლეგებთან და გარკვეული ნაბიჯები იდგმება, რათა ისრაელმა საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

„რა თქმა უნდა, გაცნობიერებული გვაქვს ძალიან საჯარო და, როგორც მიგვაჩნია, ძალიან რეალისტური საფრთხე, რომელიც ირანმა გააკეთა ისრაელზე პოტენციალური თავდასხმების თაობაზე," - განაცხადა კირბიმ.

ამას გარდა მან აღნიშნა, რომ აღნიშნული მოვლენების ფონზე აშშ-ის ხელმძღვანელობას რეგიონში ამერიკელი სამხედროების განლაგებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოუწია.

„მე, რა თქმა უნდა, არ შემიძლია უარვყო, რომ ვითარება გავაანალიზეთ და კორექტივები შევიტანეთ. მაგრამ ამ ზომების უშუალო დეტალებში შესვლის უფლება არ მაქვს," - განაცხადა კირბიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×