
ხარჯავენ ფულს იმისთვის, რომ რამენაირად ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი დააზიანონ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, არასწორი ლობიზმით მთელი რიგი საკითხებისადმი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მადლობა ღმერთს, ნელნელა ჩვენი პარტნიორებიც ხვდებიან, რომ მათგან არაფერი გამოვა და ლობისტებიც კი ვეღარ უწყობენ შეხვედრებს", - აღნიშნა დავულიანმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის" ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან" კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.