რეზონანსი
04.03.2024

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ხელისუფლებით კმაყოფილია და ამბობს, რომ "საქართველოს მთავრობას ომი არ სჭირდება". თუმცა, ინალ არძინბას თქმით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

"ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? საქართველოს ნამდვილად სურს ბრძოლა? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? ჩვენ გვესმის, ასე თუ ისე, ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონივრულად იქცევა, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს. იმიტომ, რომ დღეს, საკანონმდებლო ბაზის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, - განაცხადა მან.

არძინბა სოხუმსა და მინსკს შორის კონტაქტებზეც საუბრობს და ბელარუსთან "დიპლომატიური ურთიერთობების" დამყარების იმედს გამოთქვამს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×