რეზონანსი
02.03.2024

ამ დრომ­დე ეძე­ბენ იორ­მუ­ღან­ლო­დან და­კარ­გულ ორ მო­ზარდს. 13 წლის გო­გო­ნა და 16 წლის ბიჭი 28 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს. სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ მათ ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ და ისი­ნი ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით გა­ი­პარ­ნენ. გო­გოს ოჯა­ხი კი ამ­ბობს, რომ მათ შვილს გა­თხო­ვე­ბა არ უნ­დო­და და შე­საძ­ლოა, ის მო­ი­ტა­ცეს.

ცნო­ბი­ლია, რომ გუ­შინ პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით, პო­ლი­ცი­ი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ბი­ჭის მამა და ბიძა და­ა­კა­ვა.

მო­ზარ­დე­ბის და­კარ­გვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ჩემი გო­გო­ნა ოთხი დღეა მო­პა­რუ­ლია, პო­ლი­ცია ეძებს. ბი­ჭის ოჯა­ხი ჩემი მე­ზობ­ლე­ბი არი­ან, დღეს გა­ვი­გე, რომ მამა და ბი­ძაც და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან. მე 13 წე­ლია ყა­ზა­ხეთ­ში ვარ, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ ხოლ­მე. თბი­ლის­ში ბინა გვაქვს და ჩემი ოჯა­ხი იქ ცხოვ­რობს.

იორ­მუ­ღან­ლოს სკო­ლა­ში და­დი­ო­და ჩემი გოგონა, მაგ­რამ წელს თვა­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ერთ თვალ­ზე ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თეთ, მე­ო­რე თვალ­ზე ამ დღე­ებ­ში უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ოპე­რა­ცია, სა­ბუ­თებს ვე­ლო­დე­ბო­დი. ვერ სწავ­ლობს, კი­თხვა უჭირს და ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ წელს არ წა­სუ­ლი­ყო სკო­ლა­ში. ბავ­შვი სათ­ვა­ლეს ატა­რებს. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ქარ­თუ­ლი კარ­გად ის­წავ­ლე და მე­ო­რე წლი­დან თბი­ლი­სის სკო­ლა­ში გა­და­გიყ­ვან-მეთ­ქი. ამი­ტომ ბავ­შვს წელს სკო­ლა­ში არ უვ­ლია და თბი­ლის­ში იყო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იორ­მუ­ღან­ლო­ში ჩა­ვიდ­ნენ ჩემი ბიჭი, მე­უღ­ლე და გო­გო­ნა, შარ­შან ბი­ძაშ­ვი­ლი და­მე­ღუ­პა და ერთი წლის­თა­ვი იყო. იმ ღა­მეს მო­ი­პა­რეს ჩემი გო­გო­ნა.

13 წლის ბავ­შვმა რა იცის სიყ­ვა­რუ­ლის?! ძა­ლი­ან სუს­ტი ბავ­შვია, ყვე­ლაფ­რის ეში­ნო­და და კან­კა­ლებ­და, სხვა­ნა­ი­რი ბავ­შვია. ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და, მე ყა­ზა­ხეთ­ში ვი­ყა­ვი, იმ ბი­ჭის მა­მას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, წა­იყ­ვა­ნეთ ჩემი გოგო და უკან მი­იყ­ვა­ნეთ, 18 წლამ­დე იყოს ოჯახ­ში და თუ უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ-მეთ­ქი, დამ­თან­ხმდა მა­მა­მი­სი და მერე რა მოხ­და, არ ვიცი. ვე­უბ­ნე­ბი, ტე­ლე­ფო­ნით მა­ინც და­მა­ლა­პა­რა­კეთ, რომ მი­თხრას, ცო­ცხა­ლი ვარ მამა, არ არის ბავ­შვი.

სათ­ვა­ლე ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი და მთე­ლი ოჯა­ხი ეძებ­და. დე­დას უთხრა, აბა­ნო­ში შე­ვალ, შე­იძ­ლე­ბა იქ დამ­რჩაო, ეზო­ში გა­ვი­და და ასე უცებ რა მოხ­და, არ ვიცი. არა­ვის არ და­უ­ნა­ხავს. მე ახლა თბი­ლის­ში ვარ, ცოტა ხნის წინ გა­ვი­გე, რომ მამა და ბიძა და­ჭე­რი­ლე­ბი არი­ან.

სამი თვის წინ ყა­ზა­ხე­თი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ორი კაცი მო­ვი­და ჩემ­თან თბი­ლის­ში. მი­თხრეს, შენი გოგო გვინ­და ჩემი ძმის შვი­ლის­თვი­სო. ვუ­თხა­რი, მო­შორ­დით აქე­დან, მე­ო­რედ ასე­თი რამე აღარ მი­თხრათ-მეთ­ქი, გა­უკ­ვირ­დათ, რა­ტო­მო, ვუ­თხა­რი, გოგო კი არა, ბალ­ღია ჩემი შვი­ლი, წა­დით, მო­შორ­დით აქე­დან. იმის შემ­დეგ არა­ფე­რი აღარ ყო­ფი­ლა. სო­ფელ­შიც ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, ბიძა და­ვი­ნა­ხე, მი­თხრა, რა­ტომ არ მოგ­ვე­ცი შენი გო­გო­ნაო, ვუ­თხა­რი, და­ამ­თავ­რეთ ლა­პა­რა­კი-მეთ­ქი.

არ ვიც­ნობ ამ ბიჭს, 13 წე­ლია ყა­ზა­ხეთ­ში ვცხოვ­რობ, რომ ჩა­მოვ­დი­ვარ ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში ვარ, სო­ფელ­ში ორი დღით თუ ჩავ­დი­ვარ. მთე­ლი სა­გა­რე­ჯო, თე­ლა­ვი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლან. დღე და ღამე ეძე­ბენ, ფერ­მებ­შიც კი, მაგ­რამ არ­სად არ არი­ან. მა­მამ იცის, დე­და­მაც მე მგო­ნი", - ამბობს გოგონას მამა.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×