რეზონანსი
01.03.2024

ოპოზიციონერი პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

დღეს ნავალნის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა, რაც მოულოდნელი იყო. ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ახალგაზრდა ბიჭებს პირდაპირ სასაფლაოსთან ჩამოურიგეს უკრაინის ფრონტზე გაწვევის უწყებები, ბევრი დააკავეს, ბევრს სამომავლოდ დააპატიმრებენ ( რუსეთში საბაბს რა გამოლევს), ბევრი სამუშაოს დაკარგავს და ოჯახის შენახვის საფრთხის ქვეშ დადგებიან.

სულ ორიოდე წლის წინ ბელარუსში ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. დღეს ასიც რომ გამოვიდეს ან სიკვდილი ან ციხე ემუქრება.

ძნელია, დიქტატურის პირობებში ადამიანებს მოსთხოვო გმირობა. რომ გარბიან ქვეყნიდან, ესეც გასაგებია. რუსეთში გაქცევა ყოველთვის იყო თავის გადარჩენის გზა.

რუსეთს ისევ რუსები გაანთავისუფლებენ. ასეთია ისტორიის კანონზომიერება.

"დარჩნენ სახლში და იბძოლონ", "ყველა რუსი ერთია" და მსგავსი სისულელეები ხშირად გვსმენია, რაც საფუძველშივე მცდარია.

ნავალნი გმირია. ის იყო უნიკალური ადამიანი. როცა რუსეთი შეიცვლება, მოსკოვში ლენინის ქუჩას მის სახელს დაარქმევენ - წერს რომან გოცირიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×