რეზონანსი
01.03.2024

1-ელი მარტიდან ბულგარეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარული საინფორმაციო სააგენტო BGNES ავრცელებს.

„დღეიდან ჩვენს ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტზე სრული აკრძალვა შედის ძალაში, მას შემდეგ რაც 1-ელ იანვარს ასევე აიკრძალა რუსული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი," - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ აკრძალვის მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გახდა. 2023 წლის შუა პერიოდიდან ბულგარეთის პარლამენტში დებატები მიმდინარეობდა. საპარლამენტო პარტიების ნაწილი რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას ითხოვდნენ.

ბულგარეთის ეროვნული კრების (პარლამენტის) მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც 2024 წლის დასაწყისიდან რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×