რეზონანსი
01.03.2024

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორი გახდა ადგილი, სადაც საერთაშორისო წესრიგმა გაკოტრება გამოაცხადა.

"ღაზის სექტორში არა მხოლოდ სასტიკად მოკლეს ბავშვები, ქალები და მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ გაანადგურეს მილიარდობით ადამიანის რწმენა საერთაშორისო სისტემის, სამართლიანობისა და კანონის მიმართ", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც ღაზის სექტორში ხდება "არა ომი, არამედ გენოციდის ჩადენის მცდელობაა".

მისი თქმით, დღევანდელი საერთაშორისო სისტემა, რომელიც მოკლებულია ისეთ ძირითად კონცეფციებს, როგორიცაა სოლიდარობა, სამართლიანობა და ნდობა, ვერ ახერხებს თუნდაც მინიმალური ფუნქციების შესრულებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×